რუსებმა სირიაში „ფოსფორის ბომბი" გამოიყენეს?

რუსებმა სირიაში „ფოსფორის ბომბი“ გამოიყენეს?

416689
რუსებმა სირიაში „ფოსფორის ბომბი" გამოიყენეს?

მოძრაობა ნურედინ ზენგის პოლიტიკური ოფისის პასუხისმგებელმა მუჰამედ იასირ ალ იუსუფმა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსული არმიის კუთვნილმა საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის იდლიბის დაბა ერიჰაში ერტ-ერთ სოფელში „ფოსფორი ბომბი“ ჩამოაგდო. 

მისივე თქმით, არიან დაშავებულები, თუმცა საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ ისაუბრა.

რუსეთი, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული სირიის სხვადასხვა ქალაქებში ოპერაციებს ახორციელებს, აცხადებს, რომ მის სამიზნეს DEAŞ-ი წარმოადგენს.

ოპოზიციის თქმით კი რუსეთის სამიზნეების 90%-ზე მეტს არა რადიკალური დაჯგუფებები, არამედ თავისუფალი სირიის არმია და ოპოზიციაა.

რუსეთის მიერ სირიაში დაწყებული საჰაერო ოპერაციების გამო განსაკუთრებით ჰამას ჩრდილოეთ რეგიონიდან დაახლეობით 80 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები მიეტოვებინა და იდლიბის სოფლებისათვის შეეფარებინა თავი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები