სირიაში სპეცრაზმი გაიგზავნება

ამერიკა სირიის ჩრდილოეთის ზომიერ ოპოზიციას მხარდაჭერას აღმოუჩენს სამხედრო რჩევის საკითხში

361249
სირიაში სპეცრაზმი გაიგზავნება

აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სირიაში სპეც. რაზმის გაგზავნის თაობაზე.
ამერიკა სირიის ჩრდილოეთის ზომიერ ოპოზიციას მხარდაჭერას აღმოუჩენს სამხედრო რჩევის საკითხში.
50 კაციანი პერსონალი, დაეხმარება ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-თან მებრძოლ დაჯგუფებებს.
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას დამტკიცებული გადაწყვეტილებით, ინჯირლიღის ბაზაში იქნება გადაგზავნილი A-10 და F-15 ტიპის თვითმფრინავები.
ამერიკის ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლობა დაამყაროს, სირიის მეზობელ ლიბანსა და იორდანიაში DEAŞ-თან მებრძოლ სამხედრო გაერთიანებებთან.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსის მაკ თორნბერის განცხადებით კი, სირიაში სამხედროების გაგზავნა ეს არის მეტად დაგვიანებული გადაწყვეტილება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები