მორიგი მიტინგი ერევანში

ხალხი დენზე ფასის გაძვირებას აპროტესტებს

386378
მორიგი მიტინგი ერევანში


სომხეთის მთავრობის მიერ ელექტროენერგიაზე ფასის მომატების დადგენილებამ ახალი საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია ქვეყანაში და გუშინ მორიგი ხალხმრავალი ანტი სამთავრობო მიტინგი მოეწყო დედაქალაქ ერევანში, სადაც ხალხის მთავარ სლოგანს წარმოადგენდა “ბოლო მოეღოს ხალხის ძარცვას“.

მიღებული ცნობებით დემონსტრანტთა ერთმა ნაწილმა ერევნის მთავარი პროსპექტი მოძრაობისათვის გადაკეტა და გაძვირებული დენის დადგენილების უკან გატანა მოითხოვა.

სომხეთში დენი სექტემბრის დასაწყისიდან გაძვირდა და პრეზიდენტ სარქისიანის განცხადებით გაძვირებული ელექტროენერგიის ერთი ნაწილის სუბსიდირებას მთავრობა მოახდენს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ხალხი მაინც გამოდის ქუჩებში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები