"საუკუნის პროექტი დასრულდა"

პროექტი მომავალი 50 წლის განმავლობაში წყლით უზრუნველყოფს კვიპროსელ თურქებს

318422
"საუკუნის პროექტი დასრულდა"


გუშინ საღამოს თურქეთის ტყისა და წყლის საქმეთა მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ საზეიმოდ დაასრულა თურქეთის ქალაქ მერსინიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გამავალი საზღვაო წყალსადენის ბოლო მილის შეერთება, რომელსაც საუკუნის პროექტს ეძახიან, რადგან, იგი მომავალი 50 წლის განმავლობაში სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფს კვიპროსელ თურქებს.

მოკლედ, 80 კმ-ის სიგრძის ამ წყალსადენით კვიპროსის თურქული მხარე წელიწადში 75 მილიონ კუბურ მეტრ წყალს, აქედან 38 მილიონ კმ სასმელ და 37 მილიონ კმ სარწყავ წყალს მიიღებს.

ამ პროექტის მშენებლობა 1,6 მილიარდ ლირა დაჯდა და მასში წყლის გაშვება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს მოხდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები