ელ ნუსრას ბოევიკებმა სირიელი მებრძოლები გაიტაცეს

გატაცებულებს ამერიკელები და თურქები ასწავლიდნენ

307788
ელ ნუსრას ბოევიკებმა სირიელი მებრძოლები გაიტაცეს


სირიული წყაროების ცნობით აშშ-ს და თურქეთის მხრიდან სირიელი ოპოზიციონერებისათვის ასწავლე-აღჭურვეს ფარგლებში მომზადებული მებრძოლები და მათი მეთაური, მთლიანობაში 19 კაცი იარაღ-მანქანებიანად გატაცებულ იქნა ელ ნუსრას ფრონტის ბოევიკების მხრიდან და მათი განთავისუფლების მიზნით ბოევიკებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სირიის თავისუფალი არმია.

ელ ნუსრას კავშირები აქვს ელ ქაიდესთან და ამიტომ იგი ამერიკის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია შეყვანილი.

ასწავლე-აღჭურვის ფარგლებში ამერიკელებმა და თურქებმა პირველი ოპოზიციური ჯგუფი გადაამზადეს ამ თვის დასაწყისში და მათ უმრავლესობას ესადისადმი ოპოზიციურად განწყობილი თურქმანები წარმოადგენდნენ რა, ისინი 13 ივლისიდან ალეპოს ვილაიეთში ებრძვიან ესადის ძალებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები