კოალიცია აგრძელებს თავდასხმებს DEAŞ-ის ობიექტებზე

ერაყშიც და სირიაშიც ათობით ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული

382448
კოალიცია აგრძელებს თავდასხმებს DEAŞ-ის ობიექტებზე


კოალიციური ძალები აგრძელებენ ერაყში და სირიაში მოქმედი ისლამური სახელმწიფოს ობიექტების დაბომბვებს.

განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიეყენა ტერორისტებს ერაყის ქალაქ ფელუჯაში და ანბარში, სადაც 21 ბოევიკი იქნა ლიკვიდირებული, მათ შორის 1 საველე მეთაური და 3 საველე მეთაურის მოადგილე.

ამის საპასუხოდ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ანბარში თავს დაესხნენ ერაყელ ჯარისკაცებს და წარმოქმნილ შეტაკებაში 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

სირიაში კი კოალიციამ DEAŞ-ის ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთში არსებული ობიექტები დაბომბა და აქაც 10 მილიტანი იქნა ლიკვიდირებული.

ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ესადის ძალები ქალაქ ლაზკიეს მახლობელ თურქმენულ დასახლებას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 2 კაცი დაიღუპა 15 დაიჭრა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები