სირიაში ბრძოლებმა იორდანიის საზღვართან გადაინაცვლა

რეგიონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდის

298584
სირიაში ბრძოლებმა იორდანიის საზღვართან გადაინაცვლა


სირიიდან მიღებული ცნობებით ამ ქვეყნის ოპოზიციამ იორდანიის საზღვართან მდებარე ერთ ერთი უდიდესი სამხედრო ნაწილი კონტროლ ქვეშ აიყვანა და ეს არის ოპოზიციის ყველაზე დიდი მიღწევა ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით კი მართალია ოპოზიციამ იერიში განახორციელა ხსენებულ სამხედრო ნაწილზე, მაგრამ, ეს იერიში მოიგერიეს ესადის ძალებმა და ნაწილიც მათ ხელშია.

ერთი სხვა ინფორმაციით კი სირია-იორდანიის საზღვარზე მძაფრი შეტაკება მოხდა ჰიზბულახსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის, თუმცა, არაფერია ნათქვამი მსხვერპლის შესახებ.

გაეროს ცნობით ისლამური სახელმწიფო სირიაში გატაცებული გოგონების ერთ ნაწილს მონათა ბაზარში ჰყიდის, ხოლო ერთ ნაწილს კი ახალგაზრდების ამ ორგანიზაციაში მიზიდვის მიზნით ხმარობს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები