ერაყში ნაღმების აფეთქებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათსა და სელაჰადინში მომხდარი თავდასხმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა

253095
ერაყში ნაღმების აფეთქებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდათსა და სელაჰადინში მომხდარი თავდასხმების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა.

დანაღმული მანქანის აფეთქებას ახალი ბაღდათის რეგიონში საკონტროლო პუნქტზე 3 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ალ ბაიას რეგიონში კი გზის ნაპირზე ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.

სელაჰადინის პროვინციის ქალაქ თუზჰურმატუში ქურთების პარტიის KYB-ს შენობის ახლოს ასევე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები