ბოსნია და ჰერცოგოვინას ომის დამნაშავეები დააკავეს

ისენი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილნი

247909
ბოსნია და ჰერცოგოვინას ომის დამნაშავეები დააკავეს

ბოსნია და ჰერცოგოვინაში მდებარე როგატიტსას რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 1992 წელს ბოსნიის ბრძოლის დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილი 5 ყოფილი სამხედრო პირი დააკავეს. ბოსნია და ჰერცოგოვინას კვლევისა და დაცვის სააგენტოს სპეციალური რაზმის მიერ ჩატარებული  ოპერაციის შედეგად დაკავებულებს 1992 წლის ივლისის თვეში როგატიტსას რეგიონში შემავალ სოფელ გრაჩანიტაში 15 ბოსნიელის მკვლელობასთან ერთად, გაუპატიურებში, წამებაში და ადამიანების გატაცებაშიც ედებათ ბრალი.

გარდა ამისა ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერაციების დროს 1992 წელს ჩადენილ დანაშაულებში ეჭვმიტანილი 6 ბრალდებულიც დააკავეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები