ისლამურმა სახელმწიფომ ელ ბაღდადი აიღო

ბოევიკები სამხედრო ნაწილიდან უკუაქციეს

218521
ისლამურმა სახელმწიფომ ელ ბაღდადი აიღო



ერაყიდან მიღებული ცნობებით ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და ელ ანბარის ვილაიეთში მდებარე ელ ბაღდადის დასახლების მთლიან კონტროლზე აყვანა შესძლეს, თუმცა აქვე მახლობლად მდებარე აინ ელ ესედის სამხედრო ნაწილში, რომელშიც 320 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება და რომლებიც ერაყელ ჯარისკაცებს ამზადებენ, ცხარე ბრძოლები გაიმართა რა, აქ ბოევიკებს უკან დაახევინეს.

პენტაგონიდან გავრცელებული ინფორმაციებითაც ამერიკელმა და ერაყელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელებს და მრავალ მათგანს ლიკვიდირება გაუკეთეს, რის შემდეგ ბოევიკებმა უკან დაიხიეს და მიატოვეს სამხედრო ბაზა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები