ჩიპრასმა გაავრცელა ახალი მთავრობის პროგრამა

მიზანია, საბერძნეთის კვლავ ევროპის სახელმწიფოებთან გათანაბრება და ეკონომიკის განვითარება.

214627
ჩიპრასმა გაავრცელა ახალი მთავრობის პროგრამა

ჩიპრასმა გაავრცელა ახალი მთავრობის პროგრამა.
საბერძნეთის პრემიერის ალექსის ჩიპრასის განცხადებით, ახალი მთავრობა შეასრულებს ყველა წინა საარჩევნო დაპირებას.
ფინანსურ კონტექსტის ფარგლებში მოხდება მთავრობისთვის განკუთვნილი სამი თვითმფრინავიდან ერთის გაყიდვა. მაღალი შემოსავლიდან აღებულ იქნება მაღალი გადასახადი.

საარსებო მინიმუმი შემოსავალი ერთ წელიწადში თანდათან გაიზრდება 750 ევრომდე.
ჩიპრასის განცხადებით, მთავარი მიზანია, საბერძნეთის კვლავ ევროპის სახელმწიფოებთან გათანაბრება და ეკონომიკის განვითარება.
ამისათვის კი განხილვებს ჩაატარებს ევროკავშირთან და პარალელურად შეებრძოლება საბერძნეთის ასეთ მდგომარეობამდე მიმყვანებთან.
ახალ მთავრობას საგარეო პოლიტიკაში ექნება მრავალ განზომილებიანი და დამოუკიდებელი გზა. გაატარებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და საერთაშორისო სამართალის დაცვის პოლიტიკას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებით დებატების შემდეგ, პარლამენტში ხვალ ხელახლა ჩატარდება ნდობის შესახებ კენჭისყრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები