ერბილში გაიხსნება სომხეთის საკონსულო

სომხეთის ელჩის განცხადებით ერაყის ქურთული რეგიონის (IKBY) ქალაქ ერბილში გახსნიან საკონსულოს.

211051
ერბილში გაიხსნება სომხეთის საკონსულო

ერბილში გაიხსნება სომხეთის საკონსულო 
ერაყის ქურთული რეგიონის პრემიერის ნეჩირვან ბარზანის მხრიდან მიღებულმა სომხეთის ბაღდადის ელჩმა კარენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ, ივნისში, სომხეთი, ერაყის ქურთული რეგიონის (IKBY) ქალაქ ერბილში გახსნის საკონსულოს. გრიგორიანმა ისიც დაამატა, რომ თვის დასასრულს დაიწყება საავიაციო ფრენები ერევან-ერბილს შორის.
საკითხთან დაკავშირებით განაცხადა ერაყის ქურთული რეგიონის მთავრობამაც.
პრემიერმა ნეჩირვან ბარზანიმ კი, კმაყოფილება გამოთქვა სომეხი ელჩის გამოთქმული სიტყვების მიმართ და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ სომხეთის გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარებისთვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები