ერაყის პრემიერი კაიროს ეწვია

განიხილეს ISIS წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები

182632
ერაყის პრემიერი კაიროს ეწვია



ერაყის პრემიერმინისტრი ჰაიდარ ელ აბადი ოფიციალური ვიზიტით ეწვია კაიროს, სადაც მას პირველი შეხვედრა ეგვიპტელმა კოლეგამ იბრაჰიმ მეჰლებმა მოუწყო და ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა და მის ფარგლებში რადიკალისტური ISIS წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

ერაყელი პრემიერის აზრით საერთაშორისო თანამეგობრობა რომ არ დახმარებოდა ბაღდადს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაშინ, ეს ორგანიზაცია უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიდა არა მხოლოდ ერაყს და სირიას, არამედ მთელს რეგიონსაც და მსოფლიოსაც.

ბაღდადელი სტუმარი ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულფეტტაჰ სისიმაც მიიღო და ძირითადი ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების საკითხებს დაუთმეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები