„Norman Atlantic"-ის სახელწოდების ბორანზე დაღუპულთა რიცხვი 12-მდ

„Norman Atlantic“-ის სახელწოდების ბორანზე დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

165943
„Norman Atlantic"-ის სახელწოდების ბორანზე დაღუპულთა რიცხვი 12-მდ

Norman Atlantic“-ის სახელწოდების ბორანზე დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

საბერძნეთიდან იტალიისაკენ მიმავალ ბორანს ხანძარი ადრიატიკის ზღვაში გაუჩნდა.

გემზე მყოფ მგზავრებს შორის 54 თურქეთის მოქალაქე იყო, რომელთაგანაც ყველა გადარჩა, თუმცა 30-40 ადამიანი ისევ დაკარგულია. რეგიონში სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

იტალიამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

ქალაქ ბარის გენერალური პროკურორის განცხადებით, ბორანზე არა თავდაპირველად დასახელებული 478, არამედ 499 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც ბერი არალეგალიც იყო. 

ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ გოქბელის სახელწოდების თურქული სატვირთო გემი იტალიის ღია წყლებში ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს შეეჯახა. გემზე მყოფი თურქული ეკიპაჟის 11 წევრიდან ხუთი გადარჩენა მოხერხდა, ნაპოვნია ორი ცხედარი. დაკარგული 4 ადამიანის სამძებრო- სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები