ისრაელმა კვლავ თავდასხმა განახორციელა ღაზაზე

ზაფხულს, ღაზაზე თავდასხმების შემდეგ ეს არის ისრაელის რეგიონზე პირველი თავდასხმა.

153803
ისრაელმა კვლავ თავდასხმა განახორციელა ღაზაზე

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა თავდასხმა განახორციელეს ღაზის სამხრეთით ქალაქ ჰან იუნისში მდებარე ჰამასის ბაზაზე.
ზაფხულს ღაზაზე თავდასხმების შემდეგ ეს არის ისრაელის რეგიონზე პირველი თავდასხმა.
ისრაელის განცხადებით, თავდასხმა განახორციელეს ღაზიდან მთელი დღის განმავლობაში ისრაელის სამხრეთის ეშკოზე განხორციელებული სარაკეტო სროლების საპასუხოდ.
ჰამასის განცხადებით კი საჰაერო რაკეტები დაეცა ცარიელ ტერიტორიაზე და არ ჰქონია არავითარ დაზარალებას და სიკვდილიანობას.
ისრაელის თავდასხმამ, გამოიწვია რეგიონის სამოსახლოს ელექტრო ენერგიის გაწყვეტა. ამავდროულად ღაზის ჩრდილოეთით, ჯიბალიის რეგიონის საზღვართან, ებრაელი ჯარისკაცების მხრიდან დაიჭრა 4 პალესტინელი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით 18-20 წლის ახალგაზრდები დაიჭრნენ ფეხზე ტყვიის მოხვედრით.
საავადმყოფოში გრძელდება მათი მკურნალობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები