თვითმკვლელური ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ავტობუსში თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა

147860
თვითმკვლელური ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ავტობუსში თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. 

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ეიუპ სალანგის განცხადებით, დედაქალაქის პოლე არტელის რეგიონში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულები და დაშავებულები სამხედროები არიან.

აფეთქების შემდეგ ავტობუსში ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლთა უმრავლესობას ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანები წარმოადგენენ. დაშავებულებიდან ზოგის მდგომარეობა მძიმეა. ავტობუსი, რომელზედაც ტერაქტი განხორციელდა მთლიანად დაიწევა. თვითმხილველთა თქმით, სახანძრო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ტერაქტიდან ორი საათის შემდეგ მივიდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მისი წარმომადგენლის ზაბიულა მუჯაჰიდის განცხადებით, ტერაქტის შედეგად ათობით სამხედრო დაიღუპა.

ქაბულში გუშინ დაუდგენელმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა მოახდინეს უზენაესი სასამართლოს გენერალურ მდივან ატიკულა რაუფიზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები