დავუთოღლუ ერაყის პრემიერსა და რეგიონალური მმართველობის ლიდერს ეს

დავუთოღლუ ერაყის პრემიერსა და რეგიონალური მმართველობის ლიდერს ესაუბრა.

207406
დავუთოღლუ ერაყის პრემიერსა და რეგიონალური მმართველობის ლიდერს ეს

დავუთოღლუერაყის პრემიერსა და რეგიონალური მმართველობის ლიდერს ესაუბრა.

თურქეთის პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ ერაყის პრემიერმინისტრს ალ იბადისა და ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ხელმძღვანელს მესუთ ბარზანის ტელეფონით ესაუბრა.

აბადისთან გამართული საუბრის დროს ქერქუქში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს. ასევე შეფასებული იქნა პრემიერ დავუთოღლუს ერაყში ვიზიტის შედეგები და ახლო მომავალში გასამართი უმაღლესი სტრატეგიული თანამშრომლობის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები.

ბარზანიმ და დავუთოლლუმ კი ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ქერქუქში არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი ერაყისათვის სტაბილურობის დასამყარებლად ყველა სახის დახმარების გასაწევად მზად არის და ბარზანი თურქეთში მიიწვია.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები