ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის სამუშაოები დაჩქ

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის სამუშაოების ტემპები დაჩქარდა

206818
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის სამუშაოები დაჩქ

ბაქო-თბილისი-ყარსისარკინიგზო ხაზის მშენებლობის სამუშაოების ტემპები დაჩქარდა.

მიზანი ისტორიული აბრეშუმის გზის რკინიგზის ქსელებით 2015 წელში ისევ ამოქმედებაა.

ხაზის აზერბაიჯანულ ნაწილზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, წლის ბოლოს საცდელი რეისების შესრულება დაიწყება.

პროექტის ფარგლებში ხაზის თურქეთისა და საქართვლოს მონაკვეთზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები და საქართველო-თურქეთის საზღვარზე 4 ნახევარი კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობა კი გრძელდება.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანმა ხაზის საქართველოს მონაკვეთის ასაგებად 775 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო.

სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ წელიწადში მისი მეშვეობით სამი მილიონი მგზავრი იმგზავრებს და 17 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დასრულების შემდეგ ტრანს-ევროპის სარკინიგზო ქსელს შეუერთდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები