თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით იმყოფება

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით იმყოფება

179590
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტით იმყოფება


თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ჯემილ ჩიჩექმა საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს ოფიციალური შეხვედრები გამართა.

ჩიჩექმა თბილისში პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან გამართა. შეხვედრაზე ჩიჩექმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მონაწილეობით გლობალური მასშტაბების ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს და დაამატა: „ეს მცდელობები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ნავთობის მილსადენი, ბუნებრივი აირის მილსადენი, სარკინიგზო ხაზი, რომელიც იმედია, რომ 2015 წელში ამოქმედდება და ბოლოს ტანაპის პროექტი ამ რეგიონის სხვა კონტინენტებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პროექტებია“.

ჯემილ ჩიჩექი მოგვიანებით საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. ამის შემდეგ კი მან თბილისში მდებარე თურქეთის საელჩოში შეხვედრა გამართა თურქ საქმოსნებთან და თურქული საზოგადოებების წარმომადგენლებთან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები