ამერიკამ ISIS სამიზნეებზე 300 თავდასხმა განახორციელა

თავდასხმების ყოველდღიური ხარჯები 7-10 მილიონ დოლარს შეადგენს

146172
ამერიკამ ISIS სამიზნეებზე 300 თავდასხმა განახორციელა



როგორც განაცხადა პენტაგონის პრეს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, ამერიკამ და კოალიციამ ამ ბოლო დღეებში სირიასა და ერაყში მოქმედი რადიკალური ისლამური სახელმწიფოს კუთვნილი მრავალი ობიექტები და სამიზნეები დაბომბეს და გაანადგურეს, რის გამოც ხსენებულმა ტერ ორგანიზაციამ ტაქტიკა შეცვალა.

“ბოლო 1 კვირის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ორივე ქვეყანაში 300-მდე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, აქედან 230 ერაყში და 76 სირიაში, ახლა ვადგენთ მსხვერპლისა და ზარალის ოდენობას. ამ თავდასხმების გამო მართალია ტერორისტებმა ტაქტიკა შესცვალეს, მაგრამ, ისინი ვერსად ვერ გაგვექცევიან და ბოლომდე გავანადგურებთ“, განაცხადა კირბიმ და დაამატა, რომ ამ თავდასხმების ყოველდღიური ხარჯები 7-10 მილიონ დოლარს შეადგენს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები