ირანი BBC-ს შოკისმომგვრელ ბრალდებას უყენებს

ირანი აცხადებს, რომ აღკვეთილი იქნა BBC-ს მიერ ქვეყნის ისტორიული და კულტურული არქივების მოპარვის მცდელობა

143533
ირანი BBC-ს შოკისმომგვრელ ბრალდებას უყენებს

ირანის დაზვერვის სამინისტრო ინფორმაციით, აღკვეთილი იქნა BBC-ს მიერ ქვეყნის ისტორიული და კულტურული არქივების მოპარვის მცდელობა.

ირანის დაზვერვის სამინისტროში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, BBC ირანში მყოფი აგენტების მეშვეობით ერთ-ერთი სამთავრობო შენობიდან ირანის ისტორიული და კულტურული არქივების მოპარვას შეეცადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაზვერვამ ეს მცდელობა აღკვეთა. დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.

ცნობისათვის, ირანმა BBC ადრე ჯაშუშობაშიც დაადანაშაულა.

BBC-ს მესვეურებს კი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები