ღაზაში მიმდინარე ოპერაციის გამო სასწავლო წელი ვერ დაიწყება
ისრაელის არმია ღაზის დაბომბვას განაგრძობს. ბოლო ოპერაციის დროს 30 სამიზნე, მათ შორის სამი მეჩეთი, დაიბომბა, 9 ადამიანი დაიღუპა და 13 კი დაიჭრა. 7 ივლისიდან დღემდე კი 2 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, 10 ათასზე მეტი დაიჭრა. დაღუპულებიდან 500-ზე მეტი ბავშვია.
ცნობილი გახდა, რომ ღაზაზე მიმდინარე ოპერაციის გამო სასწავლო წელი ვერ დაიწყება. 470 ათასი ღაზელი ბავშვი თავდასხმების საბოლოოდ შეწყვეტის შემდეგ გამოცხადებულ დროს შესძლებს სკოლაში წასვლას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაცია (UNRWA) სკოლებს თავშეფარებული ათასობით ღაზელისათვის სხვა თავშესაფრის მოძებნას ცდილობს.
ღაზის 141 სკოლა ისრაელის ოპერაციების დროს დაზიანდა და მათგან 22 მთლიანად დაინგრა.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა