ამერიკული უპილოტოები "IŞİD"-ის პოზიციებს ბომბავენ

ლიკვიდირებულ იქნა კიდევ 4 ტერორისტი

99547
ამერიკული უპილოტოები "IŞİD"-ის პოზიციებს ბომბავენ



ერაყში განთავსებული ამერიკული ძალები აგრძელებენ თავდასხმებს ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო ორგანიზაციის “IŞİD“-ის ობიექტებზე.

გუშინ ამერიკულმა უპილოტოებმა ქალაქ მოსულის კაშხალის მახლობლად 6 ბომბი ჩამოაგდეს და ლიკვიდირება გაუკეთეს 4 ტერორისტს, ხოლო ამის პარალელურად მათი კუთვნილი რამდენიმე მძიმე სამხედრო ტექნიკაც გაანადგურეს.

ასე რომ, 8 აგვისტოს აქეთ ამერიკელებმა 90 საჰაერო თავდასხმა მოაწყვეს იშიდის ობიექტებზე და აქედან 57 მოსულის კაშხლის მახლობლად განახორციელეს.

ამ დროს “IŞİD“-ის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთულ შეიარაღებულ ფორმირება “ფეშმერგებს“ ბრონეჟილეტებით დახმარება აღუთქვა ჰოლანდიამ და იგი ამ დახმარებას უახლოეს დღეებში გადასცემს ბაღდადს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები