ამერიკა IŞİD-ის ობიექტებს ბომბავს

ფეშმერგებმა IŞİD-ს ორი დასახლება წაართვეს

87313
ამერიკა IŞİD-ის ობიექტებს ბომბავს



ბაღდადიდან მიღებული ცნობებით ამერიკულმა ბომბდამშენებმა მე-5 თავდასხმა განახორციელეს IŞİD-ის ობიექტებზე და ამ დახმარებით ქურთული შეიარაღებული ფორმირების ფეშმერგების ჯარებმა ტერორისტებს ერბილის სამხრეთში მდებარე მაჰმურის და გვერის დასახლებები წაართვეს, რითაც პირველი სერიოზული გამარჯვება იზეიმეს IŞİD-ელებზე.

ამის საპასუხოდ IŞİD-ის ერთმა წევრმა თვითმკვლელური ტერაქტი განახორციელა სოფელ ჟალავკაში, რომელიც ფეშმერგების კონტროლქვეშაა და ამ ტერაქტს 10 ფეშმერგე ემსხვერპლა, 80 დაიჭრა.

ზოგიერთი ცნობით IŞİD-ის ტერორისტებმა ქალაქ სინჯარში 500-მდე იეზიდი მოკლეს და მათ შორის მრავლად იყვნენ ბავშვები და ქალები, ხოლო 500 იეზიდი ქალი კი გაიტაცეს. დანარჩენმა სინჯარელებმა მთებში გაქცევით უშველეს თავს და მათ ამერიკა ვერტმფრენებით უყრის საჭმელ-სასმელებს, რათა შიმშილით არ დაიხოცნენ.

ამ დროს ქალაქ ერბილს ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლაურენტ ფაბიუსი, რომელმაც 18 ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანა ერაყელებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები