IŞİD-ის ორგანიზაცია წინ მიიწევს

ინფორმაციით, მათ ხელში ჩაიგდეს 30 წუთიან მანძილზე მდებარე საკონტროლო პუნქტი

83647
IŞİD-ის  ორგანიზაცია წინ მიიწევს

ერაყში, IŞİD-ის (ერაყის დამასკოს ისლამური სახელმწიფო) ორგანიზაცია წინ მიიწევს ქურთული რეგიონული ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიებისკენ.
ინფორმაციით, მათ ხელში ჩაიგდეს 30 წუთიან მანძილზე მდებარე საკონტროლო პუნქტი. შეგახსენებთ, რომ IŞİD-ის მილიტანებმა თავდასხმა განახორციელეს ქრისტიანებით დასახლებულ ქარაქაშის დაბა-დასახლებაზე და ათი ათასობით ადამიანმა გაქცევით თავი შეაფარა ქურთულ რეგიონს.
სინჯარის მთებში შეხიზნული 200 000-ი იეზდი ქურთის ერთი ნაწილის გამოხსნაც შესაძლებელი გახდა.
თავდასხმის წინ, კი მათმა ერთმა ნაწილმა თავი შეაფარა თურქეთს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბანკი მუნმა მსოფლიოს მოუწოდა IŞİD-ის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება გაუწიონ ერაყის ხელისუფლებას.
ამავე საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პაპა ფრანცისკომაც და მსოფლიოს მოუწოდა ამ ორგანიზაციის შესაჩერებლად გაატარონ ყველანაირი ღონისძიებები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, ტელეფონით დაურეკა ერაყის რეგიონული ხელისუფლების ლიდერს მესუთ ბარზანის და აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერენ ფეშმერგეს გაერთიანებებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები