მორატორიუმმა დროებითი მშვიდობა მოუტანა ღაზას

პალესტინა ისრაელის გასამართლებას მოითხოვს

81119
მორატორიუმმა დროებითი მშვიდობა მოუტანა ღაზას


ისრაელ-პალესტინას შორის მიღწეულმა სამ დღიანმა მორატორიუმმა ღაზას დროებითი მშვიდობა მოუტანა, თუმცა დიპლომატიური მცდელობები გრძელდება, რათა ეს მორატორიუმი მუდმივი გახდეს და ამ მიზნით კაირომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდაზე მიიწვია.

მორატორიუმის ამოქმედებისთანავე ჰააგაში ჩავიდა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ელ მალიქი და საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის დასჯა მოსთხოვა.

ირანის პრეზიდენტმა რუჰანიმ მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებრიობა და გაეროს მოქმედებაზე გადასვლა მოსთხოვა. გაერო პასიურობაში დაადანაშაულა ასევე ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალემა.

ესპანეთმა შეაჩერა ისრაელისათვის სამხედრო იარაღის მიწოდება, ინგლისმაც ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხის ახლიდან გადახედვა დაიწყო, ხოლო ისრაელის მიმართ არა საკმარისი რეაგირების გამო ამ ქვეყნის მინისტრი რწმენისა და საზოგადოებების საკითხებში საიიდე ვარსი პროტესტის ნიშნად გადადგა.

ამერიკა კი როგორც ცნობილია 225 მილიონი დოლარის დახმარებას აღმოუჩენს ისრაელს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები