ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ილჰამ ალიევს

მიუსამძიმრა მოკლულ 12 აზერბაიჯანელ ჯარისკაცთან დაკავშირებით

78984
ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა ილჰამ ალიევს

პრემიერი რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და მიუსამძიმრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებაში მოკლულ 12 აზერბაიჯანელ ჯარისკაცთან დაკავშირებით.
ინფორმაციით, საუბრის თემა იყო 31 ივლისიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარი მოვლენები.
ერდოღანმა სატელეფონო საუბარი ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტამბოლის მიტინგის წინ, საბიჰა გოგჩანის აეროპორტში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები