ბულგარეთში მთავრობა გადადგა

69756
ბულგარეთში მთავრობა გადადგა


ბულგარეთში მთავრობა გადადგა. პრემიერმა პლამენ ორეშარსკიმ გუშინ პარლამენტს მთავრობის გადადგომა წარუდგინა. პარლამენტში გადაგზავნილი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს გასამართ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

პრემიერი პლამენ ორეშარსკის მთავრობის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ქვეყანაში 6 ოქტომბრისათვის დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე დროებით ტექნოკრატების მთავრობას შექმნის.

პლევნელიევის თქმით, კაბინეტის შემადგენლობას, რომელსაც შეზღუდული უფლებები ექნება, 6 აგვისტოს დაასახელებს. გადადგომის მიუხედავად, ორეშარსკის მთავრობა მოვალეობის შესრულებას 5 აგვისტომდე გააგრძელებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები