ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადება

112093
ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადება


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რომეშიაც ნათქვამია: „მიგვაჩნია, რომ ევროკავშირსა და მოლდავეთს, საქართველოსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით ამ სამმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დემოკრატიული ნება აჩვენა. ეს ხელშეკრულებები აღნიშნულ ქვეყნებს მოუტანს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს და ასევე წვლილს შეიტანს მთელს ევროპასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში“

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ თურქეთი მომავალშიც განაგრძობს ამ სამი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მხარდაჭერას ევროპისაკენ მიმართულ შემდგომ პროცესებში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები