IŞİD-ის მილიტანები ბაღდადისკენ მიიწევენ

მათი ბოევიკები სირიაშიც გააქტიურდნენ

94551
IŞİD-ის მილიტანები ბაღდადისკენ მიიწევენ



ერაყის და დამასკოს ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაციის IŞİD-ს ბოევიკების მხრიდან ქალაქ მოსულის აღების შემდეგ მათი დაჯგუფებები გააქტიურდნენ სირიაშიც და მიღებული ცნობებით მათ უკვე ალყა შემოარტყეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე და ნავთობით მდიდარ დეირ ეზზურს რა, ამასთან ერთად ცდილობენ სირიაში და ერაყში მათი კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიების გაერთიანებას. კარგა ხანია რაც დეირ ეზზურში ერთმანეთს ეომებიან IŞİD-ის და ელ ნუსრას ბოევიკები, რასაც 600-მდე კაცი ემსხვერპლა.

რაც შეეხება IŞİD-ის წინსვლას ერაყში, მათი ერთი ჯგუფი ქალაქ სამარისკენ, მეორე კი დედაქალაქ ბაღდადისკენ მიიწევს და 30 კმ-ით მიუახლოვდნენ მას. მათი შეჩერების მიზნით კი ერაყის არმიაში ეწერებიან მოხალისეები.

IŞİD-ის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით მათმა ბოევიკებმა მოსულში 1700 ერაყელი ჯარისკაცი გაანადგურეს, ხოლო ამასთან ერთად მათ რიგებს შეუერთდნენ მოსულის ციხიდან განთავისუფლებული პატიმრებიც და ყოფილი ბაასელებიც.

თეირანიდან მიღებული ცნობებით ირანის მეჩეთებში IŞİD-ის მილიტანების წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდებენ, რადგან ისინი მუსრს ავლებენ ერაყელ და სირიელ შიიტებს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები