რასმუსენმა წერილობითი განცხადება გაავრცელა

“ნატო არ სცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს“

87987
რასმუსენმა წერილობითი განცხადება გაავრცელა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსსენმა წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა რომ, რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული და შემდეგ დამოუკიდებლობა აღიარებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ სცნობს. “ნატო და მისი წევრი ქვეყნები არ აღიარებენ საქართველოს შემადგენლობაში მყოფი რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ჩვენი აზრით მათში ჩატარებული არჩევნები ხელს არ შეუწყობენ საქართველოში შექმნილი ვითარების მშვიდობიან დარეგულირებას", ხაზგასმულია რასმუსსენის განცხადებაში. მისივე თქმით ნატოს თავდაცვის მინისტრები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები