პალესტინაში ერთიანი მთავრობა შეიქმნა

მას არ სცნობს ისრაელის მთავრობა

80842
პალესტინაში ერთიანი მთავრობა შეიქმნა



პალესტინაში ელ ფატიჰსა და ჰამასს შორის გუშინ ერთიანი მთავრობის შექმნას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ტელ ავივიდან. ისრაელის მთავრობის განცხადებით მათ მიიღეს დადგენილება რომ, არ მიუჯდნენ მოლაპარაკებების მაგიდას ამ ახლად შექმნილ ერთიან მთავრობასთან. ისრაელის პრემიერის პრეს წარმომადგენელმა ოფირ გენდელმანმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა რომ, ელ ფატიჰსა და ჰამასს შორის 23 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შექმნილ პალესტინის ერთიან მთავრობას არ აღიარებენ, რადგან იგი საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს. პალესტინის ერთიანი მთავრობა გუშინ შეიქმნა პრემიერმინისტრ რამი ელ-ჰამდალლაჰის ხელმძღვანელობით და ფიცის ცერემონიის დასრულების შემდეგ მათ დაიწყეს მოვალეობის შესრულება. ფიცს ვერ დაესწრო ღაზზიდან არჩეულ 5 მინისტრიდან 4, რადგან მათ რამალლაჰში გადასვლის უფლება არ მისცა ისრაელმა. როგორც ცნობილია 2007 წლის აქეთ დასავლეთ იორდანია ელ ფატიჰის მხრიდან, ხოლო ღაზზა კი ჰამასის მხრიდან იმართებოდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები