ანგელა მერკელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერებს შეხ

76675
ანგელა მერკელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერებს შეხ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, უკრაინის პრემიერს არსენი იაცენუკს და მოლდოვის პრემიერმინისტრს იური ლეანკას სამუშაო სადილზე შეხვდა.

ოთხივე ლიდერმა სადილამდე მოკლე განცხადება გააკეთა პრესის წარმომადგენლებთან. გერმანიის კანცლერმა მერკელმა დასძინა, რომ სამივე ქვეყნის პრემიერი აახენში კარლოს დიდის სიგელით დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. მისივე თქმით, სამივე ქვეყანასთან ევროკავშირის თანამშრომლობისათვის მოლაპარაკებები გამართა და უკრაინის შემდეგ საქართველოსთან და მოლდოვასთან გაფორმდება თანამშრომლობის ხელშეკრულებები.

ანგელა მერკელმა უკრაინაში გატაცებულ ეუთოს დამკვირვებლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებენ. იაცენიუკის განცხადებით კი ეუთოს დამკვირვებლების გატაცებაზე პასუხისმგებლები რუსეთის მიერ მართული ტერორისტები არიან. მისივე თქმით, უკრაინის მიზანი ევროპა გახლავთ და დაამატა, რომ ევროპაში ახალი ბერლინის კედელი აღარასოდეს აიგება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები