იმიტომ რომ 9 – 2024

ყოველდღე ფეხით დავდივარ

2107606
იმიტომ რომ 9 – 2024

იმიტომ რომ 9 – 2024

იმიტომ რომ 9 – 2024

ყოველდღე ფეხით დავდივარ

გამარჯობათ ძვირფასო მსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში განვიხილავთ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან. ვიწყებთ "მე ყოველდღე დავდივარ ფეხით, იმიტომ რომ"

ჩვენს სხეულში არსებული სისტემები ჰარმონიულად მუშაობენ როგორც საკუთარ თავში, ასევე ერთმანეთში. გარკვეულწილად, სიტყვა ჯანმრთელობა არის ამ ჰარმონიის განმარტება. ფუნქციონირების დარღვევა იწვევს დაავადებებს. დღეს სამედიცინო სამყარო ყურადღებას ამახვილებს როგორც დაავადების მკურნალობის მეთოდებზე ასევე მათ პრევენციაზე. ამ მიზნით შეიმუშავეს რჩევები, რომლებიც უფრო ეფექტურს ხდის ადამიანების ფიზიკურ აქტივობას, კვებას და ძილის რეჟიმს. რეგულარული ფეხით სიარული არის ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც ავარჯიშებს მთელ სხეულს და უნარჩუნებს მას ფორმას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ ყველამ, განურჩევლად ასაკისა, კვირაში ორსაათნახევარი მაინც ვიაროთ ფეხით. ორგანიზაციის თქმით, იდეალურია დღეში ნახევარი საათით ფეხით სიარულით კვირაში სამნახევარი საათის შესრულება. რადგან რეგულარული სიარული ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ფეხით სიარული, რომელიც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ითვლება ყველაზე ეფექტურ მეთოდად ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად მეტაბოლიზმის დაჩქარებით.  სიარული ასევე იმსახურებს იყოს ჩვენი კუნთოვანი და ჩონჩხის სისტემის საუკეთესო მეგობარი, რადგან ის აძლიერებს კუნთებს და ზრდის სახსრების მოქნილობას. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტი, რომელიც რეგულარულად მუშაობს, სიარულის წყალობით იზრდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგულარული სიარული სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი სხეულისთვის, არამედ ჩვენი სულიერი ჯენმრთელობისთვისაც. სეირნობისას გამოყოფილი ჰორმონი ენდორფინი ზრდის ბედნიერების დონეს და ამცირებს სტრესს. ჩვენი სისტემები, რომლებიც რეგულირდება სიარულით, გვაძლევს საშუალებას გვქონდეს უკეთესი ხარისხიანი ძილი. დასვენებული სხეულით და სუფთა გონებით დღის დაწყება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას კარგად ვიგრძნოთ თავი. ჩვენს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გასეირნება გვეხმარება გავამყაროთ ჩვენი სოციალური კავშირები.


საკვანძო სიტყვები: #ფეხით სიარული , #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები