შემთხვევითი აღმოჩენები 7 -2024

საბურავი (ვულკანიზებული კაუჩუკი)

2102909
შემთხვევითი აღმოჩენები 7 -2024

შემთხვევითი აღმოჩენები 7 -2024

შემთხვევითი აღმოჩენები 7 -2024

საბურავი (ვულკანიზებული კაუჩუკი) 

მანქანის საბურავი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკვე ქუჩებსა და პროსპექტებზე მილიონობით მანქანაა და თუ სეზონისთვის შესაფერისი საბურავები არ გაქვთ, ავარიის რისკი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ყინვასა და თოვლიან ამინდში. მანქანის საბურავების ნედლეულის, კაუჩუკის აღმოჩენა მხოლოდ 300 წლის წინ მოხდა. 1745 წელს ფრანგმა მკვლევარმა ლა კონდამინმა დაასრულა თავისი 10-წლიანი ექსპედიცია სამხრეთ ამერიკაში და დაბრუნდა დედაქალაქ პარიზში. მოგზაურობის მიზანი იყო მსოფლიო მერიდიანის ერთი ხარისხის გაზომვა, მაგრამ ლა კონდამინი საფრანგეთში ბუნებრივი პროდუქტით დაბრუნდა, რომელსაც არავინ ელოდა. ეს პროდუქტი, რომელიც მკვლევარმა პერუდან ჩამოიტანა და სამეცნიერი სამყაროს წარუდგინა, იყო მოქნილი ნივთიერება, რომელსაც პერუს ადგილობრივები ხის წვენიდან იღებდნენ. ხის ქერქის ოდნავ გადაწევისას, წვენი გადმოდიოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს წვენი მაშინვე იყინებოდა, მოქნილობას არ კარგავდა. მისი სახელი იყო კაუჩუკი...

ლა კონდამინი, რომელმაც დაინახა, რომ პერუს მკვიდრები ამ მასალისგან ბევრ პროდუქტს აწარმოებდნენ, რომელიც არამარტო არამტვრევადი, წყალგაუმტარი, არამედ ჭიმვადი იყო, შეეცადა თავისი აღმოჩენის საფრანგეთში გაცნობას, მაგრამ მის აღმოჩენას მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა საუნივერსიტეტო წრეებში. ფრანგმა მეცნიერებმა დაამცირეს ლა კონდამინი და მისი აღმოჩენას უსარგებლო უწოდეს. კაუჩუკის ბედი, რომელსაც წლების განმავლობაში ამცირებდნენ, შეიცვალა 1770 წელს და პირველად შევიდა სკოლებში, როგორც საშლელები, რომლებიც შეუცვლელი გახდა მოსწავლეებისთვის. სიმართლე ისაა, რომ კაუჩუკის მიმართ გაუგებრობა არ იყო უსამართლო. არაჩვეულებრივი ღირსებების მიუხედავად, ამ ნივთიერებას ბევრი ნაკლიც ჰქონდა. ის დუღდა და კარგავდა თავის ფუნქციას ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში ჩატანამდე. მეტიც, ყველფერს აბინძურებდა და ძალიან ცუდი სუნი ასდიოდა. სწორედ აქ ჩაერიენ ქიმიკოსები. 1823 წელს შოტლანდიელმა ქიმიკოსმა ჩარლზ მაკინტოშმა გახსნა კაუჩუკი ნავთობში, შემდეგ დაასველა ქსოვილები ამ ნარევში და გახადა ისინი წყალგამძლე. თუმცა, ამ მეთოდითაც კი კაუჩუკმა უსიამოვნო სუნი ვერ მოიშორა და ხესავით მყარი და მყიფე გახდა. ის წარმოუდგენელი აღმოჩენა კი, რომელმაც გადააქცია დღევანდელი ნავთობქიმიური ინდუსტრიის წამყვან მოთამაშედ შემდეგია...

მოყვარული მკვლევარი ჩარლზ გუდიარი, რომელიც დაიბადა 1800 წელს შეერთებულ შტატებში, ურევდა კაუჩუკს ყველა ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ხელში მოხვდებოდა, მაგრამ ვერ იღებდა სასურველ შედეგს; მანამ სანამ ღუმელის გვერდით არ დაავიწყდა კაუჩუკი, რომელიც გოგირდთან იყო შერეული. გუდიარმა, რომელმაც ერთ ღამეს ძილის წინ შემთხვევით დატოვა გოგირდს შერეული კაუჩუკი ღუმელის გვერდით, რომელიც ათბობდა მის სახლს, დილით გაღვიძებისას შენიშნა, რომ რეზინი გამაგრებული იყო მოქნილობის დაკარგვის გარეშე. გოგირდიანი რეზინის შემთხვევითი გაცხელებით გუდიარმა განახორციელა პროცესი სახელწოდებით "ვულკანიზაცია". ეს შემთხვევითი აღმოჩენა საბურავის დაბადების დღე იყო.

კაუჩუკის რეზინად გარდაქმნამ არა მხოლოდ წარმოუდგენლად შეცვალა მისი გამოყენების არეალი, არამედ გამოიწვია მრავალმილიარდ დოლარიანი ინდუსტრიის დაბადება. თუმცა, თავიდან არავის სჯეროდა და მხარს არ უჭერდა ჩარლზ გუდიარის აღმოჩენას. როდესაც ჩარლზ გუდიარმა 1844 წელს აიღო თავისი გამოგონების პატენტი, ბრიტანელ გამომგონებელს თომას ჰენკოკს უკვე ერთი წლის დაწყებული ჰქონდა საბურავების წარმოება ვულკანიზაციის მეთოდით. გუდიარი სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა და ცოლ-შვილს ათასობით დოლარის ვალი დაუტოვა, მისმა ბრიტანელმა კონკურენტმა ჰენკოკმა და მისმა ოჯახმა კი ათასობით მანქანის საბურავი დაამზადა და მილიონობით ფუნტი გამოიმუშავა.



მსგავსი ინფორმაციები