გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 05-2024

დუზჯეს იუხის ქონურალფის ფლავი

2093953
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 05-2024

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 05-2024        

ილქერ თაშქინ

დუზჯეს იუხის ქონურალფის ფლავი

რეგისტრაციის თარიღი: 07.05.2021

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ დუზჯეში არის ფლავის სახეობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სადღესასწაულო კერძია. „იუხის ქონურალფის ფლავი“, რომელიც ოსმალეთის იმპერიით თარიღდება, 2021 წელს, დუზჯეს სოფლის და სატყეო მეურნეობის დირექტორატის განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშნული ფლავი ხშირად მზადდება ქორწილებსა და სხვა სადღესასწაულო დღეებში. ფლავის დამზადების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ბრინჯს გემოს აძლევს, არის ძვლის ნახარშის წვენი. ფლავის მომზადების წინა ღამეს ხბოს ძვლებს კარგად რეცხავენ და ცივ წყალში ინახავენ. შემდეგ ძვლებს ათავსებენ ქვაბში და ადუღებენ ძვლის ტვინის გამოსვლამდე. დუღილის დასრულების შემდეგ საწურზე დებენ სუფთა ტილოს და ყველა ნარჩენს აშორებენ ძვლის ნახარშის წვენს. ამ პროცესის დროს, ფლავის მოსამზადებლად გამოსაყენებელ ბრინჯს თბილ წყალში ცოტათი მარილის მოყრით 1-2 საათის განმავლობაში ალოდინებენ. ამის შემდეგ ბრინჯს უმატებენ ძვლის ნახარშ წვენს და ჩვეულებრივ წყალს, რის შემდეგაც ხარშავენ მას. ცოტა ხნის შემდეგ ქვაბს უმატებენ წინასწარ მოხარშულ მუხუდოს, ხბოს დაქუცმაცებულ ხორცს, მარილს და შავ პილპილს. ამავდროულად, ხელნაკეთ იუხას ან თხელ ლავაშს თბილ წყალში ცოტათი ასველებენ დასარბილებლად. ბრინჯი, რომელიც დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იხარშება, გადააქვთ ლანგარზე, მასზე დააფენენ იუხას და მიირთმევენ ცხელს.



მსგავსი ინფორმაციები