გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 64-2023

ჩანაქკალეს იშიკელის მუხუდოს ყავა

2067528
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 64-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 64-2023        

ილქერ თაშქინ

ჩანაქკალეს იშიკელის მუხუდოს ყავა

რეგისტრაციის თარიღი 07.08.2023 

თურქეთის ისტორიულ ქალაქ ჩანაქკალეს ბიგას რაიონში მდებარე სოფელი იშიკელი ცნობილია ყავის განსაკუთრებული სახეობით, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და ცნობილია იმით, რომ არ შეიცავს კოფეინს. ჩანაქკალეს იშიკელის მუხუდოს ყავა 2023 წელს გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშნული ყავა, რეგიონში მოყვანილი მუხუდოს 250 ცელსიუსზე შეწვით და წვრილად დაფქვით მზადდება. ყავის მთავარი ინგრედიენტი, არის მცირე ზომის მუხუდო, რომელსაც „ყვითელი მუხუდო“ ჰქვია. იშილაკის მუხუდოს ყავა შეიცავს ცილას და ცხიმს, მაგრამ არ შეიცავს კოფეინს. იშილაკის მუხუდოს ყავას ამზადებენ სოდასთან და წყალთან ერთად  დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში მოხარშვით. ყავა, ტრადიციულად უშაქროდ მზადდება და მას მიირთმევენ ქიშმიშთან ერთად. დღესდღეობით მას ჩვეულებრივ თურქულ ტკბილეულთან ან შოკოლადთან ერთადაც მიირთმევენ.   



მსგავსი ინფორმაციები