იცით თუ არა, რომ? 49 - 2023

ლავური სვეტები

2021396
იცით თუ არა, რომ? 49 - 2023

იცით თუ არა, რომ? 49-2022-2023

ლავური სვეტები

იცით თუ არა, რომ თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს 80 მილიონი წლის ბუნებრივი საოცრება?

თურქეთის ერთ-ერთი უნიკალური ბუნებრივი მშვენიერებაა შავი ზღვის რეგიონში მდებარე გიუზელჯეჰისარის ლავური სვეტები... ამ ბუნების საოცრების წარსული, რომელიც მდებარეობს ბართინის პროვინციის საზღვრებში, 80 მილიონი წლისაა. მას სხვადასხვა სახელსაც უწოდებენ როგორიცაა "ლავა" ან "ბაზალტი" და "სვეტი" ან კიდევ "კლდე".

ბართინის სოფელ გუზელჯეჰისარში მდებარე არაჩვეულებრივი წარმონაქმნი ლავური სვეტები ბუნებაში ძალზე იშვიათია და ის ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ჩნდება. ვულკანებიდან გადმომავალი ლავის გაციების და კრისტალიზაციის შედეგად წარმოქმნილი ლავური სვეტები მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილას შეიძლება ნახოთ. თურქეთის გარდა, ლავური სვეტები ასევე არის ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიაში, ისლანდიაში, იაპონიაში, მექსიკაში, რუსეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, ესპანეთსა და ამერიკაში და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და დაცული ბუნებრივი მემკვიდრეობაა მსოფლიოში. გიუზელჯეჰისარის ლავური სვეტები, რომლებიც განსხვავდება მსოფლიოს სხვა ნიმუშებისგან თავისი ვერტიკალური და ჰორიზონტალური აგებულებით, დიდ აღტაცებას იწვევს. დაახლოებით 15 ჰექტარი ფართობი, სადაც სვეტებია განლაგებული, ბუნებრივი რესურსების ღირებულების გამო 2017 წელს როგორც ბუნების ძეგლი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდა.

გიუზელჯეჰისარი, თავისი ლავური სვეტებით, არის პატარა ზღვისპირა ქალაქი ხელუხლებელი ბუნებრივი სილამაზით. გიუზელჯეჰისარი, ნაკლებად ცნობილი დასახლება, სადაც მწვანე და ლურჯი ერთმანეთს ერწყმის, ვიზიტორთა ყურადღებას გარდა ლავური  სვეტებისა, იქცევს თავისი ისტორიული ნაგებობებით, ადგილობრივი არქიტექტურით, პლატოებით, ფართო ტყეებითა და სუფთა ზღვით.


საკვანძო სიტყვები: #ლავური სვეტები , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები