კაპიტნის დღიური 23-2023

ბართინი

2019737
კაპიტნის დღიური 23-2023

კაპიტნის დღიური 23-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ბართინი

ყოველ კვირას თურქეთის საინტერესო, ხან ცნობილ და ხან გაუგონარ სანაპიროების შესასწავლად ვცურავდით. ამ კვირაში გავემგზავრებით ბართინში, შავი ზღვის ერთ-ერთ საყვარელ ტურისტულ ცენტრში. ჩვენი იახტა გეზგინი მოგზაურობისთვის მზად არის. გნებავთ ამ მოგზაურობაში იყოთ ჩვენთან ერთად, სადაც ვნახავთ უნიკალურ ადგილებს?

ბართინი არის პატარა ქალაქი, რომელიც მდებარეობს დასავლეთ შავი ზღვის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ იგი პატარაა, იმდენი ადგილია მოსანახულებელი, რომ მათი აღწერა ერთ პროგრამაში შეუძლებელია. თავისი ბუნებით, პლაჟებითა და ისტორიული შენობებით ბართინი გველოდება.

ქალაქი ბართინი დაარსდა ძველ დროში მდინარე პარტენიოსის პირას, ზღვიდან ოდნავ მოშორებით. მდინარის ამჟამინდელი სახელი, რაც ნიშნავს „წყლების ღმერთს“, არის ბართინი. ქალაქი ამ მდინარის მეშვეობით უზრუნველყოფს ზღვასთან კავშირს. იმდროინდელი ცნობილი პოეტი ჰომეროსი თავის ეპოსში ახსენებს ბართინს და მდინარე ბართინს. ცნობილი გეოგრაფი სტრაბონიც გვიამბობს ბართინის შესახებ. მდინარე ბართინი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ტრანსპორტირების კუთხით, არამედ კომერციული პროდუქციის შიდა რეგიონებიდან შავ ზღვამდე გადაზიდვაშიც. დღეს მდინარე ბართინზე კვლევები მიმდინარეობს და დაგეგმილია ვიზიტორების მომსახურება საექსკურსიო ნავებით, როგორც ვენეციაში.

როდესაც მიდიხართ ბართინისკენ, შეხედეთ ტყით დაფარულ ფერდობებს და გრძელ სანაპირო ზოლს. დატკბით ამ შესანიშნავი ხედით, სანამ მზე ნაზად ეხება თქვენს კანს. ჩვენი პირველი გაჩერება არის კურუდჟაშილე. კურუდჟაშილეს რაიონი დაარსდა ფინიკიელი მეზღვაურების მიერ ანტიკურ ხანაში. ეს არის მშვენიერი რაიონი, რომელიც გამოირჩევა თავისი ბუნებრივი სილამაზით, სადაც ლურჯი და მწვანე ერთმანეთში ირევა. მაგრამ ის ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ სხვა მახასიათებლითაც. კურუდჟაშილეს აქვს დამსახურებული რეპუტაცია ხის ნავების მშენებლობისთვის. რადგან ოსმალეთის პერიოდიდან მოყოლებული, კურუდჟაშილეში მზადდება თევზსაჭერი ნავები, სამეფო ნავები და სამხედრო გემები საზღვაო ფლოტში. დღეს აქ გრძელდება ნავების და კერძო იახტების მშენებლობა. აბა, გსურთ იცოდეთ, როგორ მიიღო კურუდჟაშილემ ეს რეპუტაცია? შავი ზღვა მკაცრი ზღვაა, ამაზე ადრეც გითხარით. ამინდის უეცარი ცვლილებები, შტორმები, უხეში ტალღები და ყურეების სიმცირე, სადაც გემებს შეუძლიათ უსაფრთხოდ შეაფარონ თავი. მაშასადამე, ასაშენებელი გემები ამ ზღვისთვის უნიკალური უნდა იყოს. გემის ოსტატებმა, იცოდნენ შავი ზღვის ამ მახასიათებლის შესახებ. შესაბამისად წამოაყენეს სპეციალური დიზაინი. ისინი აპროექტებენ ნავს, რომლის ნაპირზე სწრაფად გაყვანაა შესაძლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად გამგზავრება ზღვაში.

ხელოსნები იყენებენ წაბლის ხეს ნავების მშენებლობაში, რადგან ის წყალგამძლეა. ვინაიდან მათ კარგად იციან შავი ზღვა, ნავებს აძლევენ კვერცხისებურ ფორმას, რათა ტალღების დაცემისას არ გადაყირავდეს. ამრიგად, კურუდჟაშილეში ხელოსნები ქმნიან შავი ზღვისათვის უნიკალურ რეგიონალურ ნავს. ამ სპეციალურად ჩამოყალიბებულ და გამძლე ნავებს „მზიდავებს“ უწოდებენ. ეს ნავები, რომლებიც შავი ზღვის ტალღებს ეწინააღმდეგებიან, მრავალი წელია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში „თურქული ტიპის ნავების“ სახელით არის ცნობილი. მოდით ვეწვიოთ ერთ-ერთ გემთმშენებელს, სადაც მზადდება ეს ნავები და ვნახოთ, როგორ გამოიყურება და როგორ მზადდება ეს სპეციალურად შექმნილი ნავები.

კურუდჟაშილედან გასვლისას, ბართინისკენ მიმავალ გზაზე არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც შევჩერდებით: ყარამანის ყურე. ყურის მიმდებარედ ციცაბო კლდეები და ხელუხლებელი ბუნება გველოდება. ყარამანის ყურე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ადგილიდან შავ ზღვაში, სადაც ადვილად ჩაყვინთავთ. აქ შეგიძლიათ თევზებთან ერთად ბანაობა სუფთა წყლებში.

ბართინში კიდევ ბევრი ადგილია სანახავი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია და სახელმწიფო მართავდა ხეთებიდან ბიზანტიის იმპერიამდე და შემდეგ ოსმალეთის იმპერიამდე. მომავალ კვირას გავაგრძელებთ მოგზაურობას ბართინის მშვენიერ სანაპიროებზე.


საკვანძო სიტყვები: #ბართინი , #კაპიტნის დღიური

მსგავსი ინფორმაციები