გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 42-2023

ბეიფაზარის დოლმა: ხორცით და ბრინჯით ჩაყრილი ფოთლები

2002521
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 42-2023

ბეიფაზარის დოლმა: ხორცით და ბრინჯით ჩაყრილი ფოთლები

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 42-2023        

ილქერ თაშქინ 

ბეიფაზარის დოლმა: ხორცით და ბრინჯით ჩაყრილი ფოთლები

თურქეთის დედაქალაქის, ანკარის რაიონი ბეიფაზარი ყურადღებას იპყრობს, როგორც თავისი ისტორიული და ტურისტული მახასიათებლებით, ასევე კულინარიული კულტურით. ბეიფაზარის დოლმა: ხორცით და ბრინჯით ჩაყრილი ფოთლები რაიონის მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე 2022 წლიდან გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაშია შეტანილი. ჩაყრილი ფოთლების შიგთავსი მზადდება ბრინჯით, ცხვრის ფარშით, ხმელი და მწვანე ხახვით, ოხრახუშით, კამით, ჩილის წიწაკით, შავი პილპილით, ტომატის პასტით, მარილისა და ლიმონის წვენის გამოყენებით. ჩაყრილი ფოთლები გამოიყენება, როგორც ქორწილების და დღესასწაულების დროს, ასევე ყოველდღიური ცხოვრებაში. ჩაყრილის ფოთლებს კი რაიონში სპეციალურად გამოყვანილი ვაზის ჯიშისაგან ამზადებენ. თუ ჩაყრილში ვაზის ფოთლები უნდა გამოიყენონ, წინა ღამეს წყალში ასველებენ, ასუფთავებენ ზედმეტი მარილისგან და კარგად რეცხავენ. შიგთავსის ფოთლით შეფუთვის პროცესის დასრულების შემდეგ, ჩაყრილ ფოთლებს ათავსებენ ღრმა ქვაბში და ცოტაოდენი წყლის დამატებით ადუღებენ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. საჭმელს მიირთმევენ წვენთან და იოგურტთან (მაწონი) ერთად.



მსგავსი ინფორმაციები