მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 42 - 2023

ჭარბი წონა და ჯანმრთელობა

2001204
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 42 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 42-2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ, მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: ჭარბი წონა და ჯანმრთელობა

ჭარბი წონა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, მაშინაც კი, თუ ამის შესახებ არ ვიცით. იგი  გზას უხსნის მრავალ დაავადებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიდან დაწყებული შაქრიანი დიაბეტით დამთავრებული.

თუ საკვებით მიღებული ენერგია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვერ დაიწვება, ის გროვდება ცხიმოვანი ქსოვილის სახით და იწვევს სიმსუქნეს.

     ჭარბი წონის ზიანი

     ჭარბი წონა/სიმსუქნე იწვევს:

     1. მოტივაციის ნაკლებობას,

     2. დისკომფორტს სახსრებში, განსაკუთრებით მუხლებში,

     3. ბარძაყის ტკივილს,

     4. ხერხემლის ტკივილს,

     5. ზურგის ტკივილს,

     6. მუდმივ დაღლილობას,

     7. ხშირ სუნთქვას,

    8. კიბეებზე ასვლის გართულებას

    9. ადამიანს აღარ შეუძლია სირბილი,

   10. უჭირს სწრაფი სიარული,

   11. იძულებულია დიდი ზომის ტანსაცმელი ატაროს,

   12. თავის ასაკზე უფროსი გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა.

სიმსუქნის მიზეზები

არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც იწვევს სიმსუქნეს.

• უმოძრაობა და იმაზე მეტი კალორიის მოხმარება, ვიდრე ორგანიზმს შეუძლია დაწვას,

• გენეტიკური მიდრეკილება,

• ინსულინრეზისტენტობა,

• სტრესი,

• ჰორმონალური დარღვევები (ზრდის ჰორმონი, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები),

• ემოციური მიზეზები.

გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები წონაში იმატებენ, თუ ყურადღებას არ მიაქცევენ ცხოვრების წესს. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური მიდრეკილება და ყურადღებას აქცევენ წონას, შეუძლიათ სიმსუქნისგან თავის დაღწევა.

ვინც ემოციური მიზეზების გამო ჭამს და შესაბამისად იმატებს წონას, უნდა მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარება.

წონის მომატების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ზომები:

  • გვიან არ ჭამოთ
  • იმოძრავეთ და დაკავდით სპორტით,
  • მოერიდეთ მზა საკვებს,
  • არ მიიღოთ ჭარბი ნახშირწყლები და ცხიმოვანი საკვები.

ძილი

წონის მომატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზი არის არარეგულარული და არაჯანსაღი ძილი. ზრდასრულ ადამიანს დღეში საშუალოდ სჭირდება 6-8 საათი ჯანსაღი ძილი. როდესაც ძილი, რომელიც ძვირფასია ორგანიზმის დასვენებისთვის და განახლებისთვის, საკმარი არ არის ან არაჯანსაღია, მეტაბოლური მაჩვენებელი მცირდება და ჩნდება წონის მომატების ტენდენცია.

იკვებეთ ჯანსაღად და დაბალანსებულად

ვისაც სურს ჯანსაღი და დაბალანსებული კვება, მან უნდა მიიღოს დღეში 2-3 პორცია რძე და რძის პროდუქტები, 7-8 პორცია ბოსტნეული და ხილი, 1-2 ნაჭერი მთლიანი მარცვლეულის პური, 1-2 პორცია არაპური მარცვლეული, 2-3 პორცია ხორცი, კვირაში 2-3 დღე პარკოსნები, კვირაში 2-3 დღე თევზი და ქათამი.

გაზარდეთ ფიზიკური აქტივობის დონე

კვების გარდა, ჯანმრთელობისა და სხეულის ფორმის შენარჩუნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა სპორტი. ამ მიზნით უპირატესობა მიანიჭეთ ფიტნეს ვარჯიშებს, ცურვას, სეირნობას ან მარტივ ვარჯიშებს, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს სახლში. კვირაში მინიმუმ 2-3 დღე სპორტით დაკავება და ცხოვრების წესად ქცევა ძალზე ეფექტურია როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე დაავადებების პროფილაქტიკისა და წონის კონტროლის თვალსაზრისით.

აირჩიეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები

ყველაზე მაღალი ბოჭკოვანი შემცველობის საკვებია ახალი ხილი და ბოსტნეული, მას მოჰყვება გადაუმუშავებელი მარცვლეული და თხილი. მათი კვების რაციონში ჩართვით, ბოჭკოვანი მოთხოვნილება სრულად შეიძლება დაკმაყოფილდეს.

დაიკმაყოფილეთ ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნები

ამ კონტექსტში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ბოსტნეულისა და ხილის ადეკვატური რაოდენობით მოხმარებაზე, დღეში ზეთოვანი თესლის ერთი პორციის და კალციუმის რძისა და რძის პროდუქტების მიღებაზე.

ყურადღება მიაქციეთ პრობიოტურ საკვებს

ყველაზე პრობიოტიკური ბაქტერიების შემცველი საკვები, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის დაკლებას, არის დუღილის შედეგად მიღებული საკვები, როგორიცაა იოგურტი, აირანი, კეფირი, ყველი და მწნილი. ამ მიზეზით, ეს საკვები უნდა იყოს შეტანილი კვების რაციონში.

გაზარდეთ წყლის მოხმარება

წონის გასაკონტროლებლად საჭიროა დღეში მინიმუმ 2-2,5 ლიტრი წყლის დალევა. ისეთი სასმელები, როგორიცაა აირანი, კომპოტი, ჩაი არ უნდა შედიოდეს ამ რაოდენობაში.

აირჩიეთ ჯანსაღი წასახემსებლები

უმი თხილი, ნუში, ნიგოზი, ახალი და ხმელი ხილი და ჯანსაღი საკვები მიიღეთ მავნე წასახემსებლების ნაცვლად.

 ნუ ეცდებით წონის სწრაფად დაკლებას

ადამიანები, რომლებსაც სურთ წონაში დაკლება, უნდა იყვნენ მომთმენი და მიზანდასახული და მათ არა მხოლოდ წონის დაკლების, არამედ ჯანსაღი გზით წონის დაკლების გზა უნდა აირჩიონ.



მსგავსი ინფორმაციები