გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 41-2023

ბერგამას ხელის ხალიჩა

1999558
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 41-2023

ბერგამას ხელის ხალიჩა

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 41-2023            

ილქერ თაშქინ 

ბერგამას ხელის ხალიჩა

თურქეთის ეგეოსის რეგიონის უდიდესი ქალაქებიდან იზმირის ბერგამას რაიონი, ცნობილია თავისი ისტორიით, რომელიც უძველესი დროიდან იწყება. ბერგამას რაიონი, რომელიც მრავალი ცივილიზაციის მოწმეა 3 ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე ცნობილია ხელით ნაქსოვი ხალიჩების წარმოებითაც. ბერგამას ხელის ხალიჩა, მუნიციპალიტეტის განცხადების საფუძველზე, 1996 წლიდან, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაშია შეტანილი. ხალიჩა იქსოვება ხელის დაზგით, რომელსაც „ისტარს“ უწოდებენ. ხალიჩის დასამზადებლად გამოიყენება ცხვრის მატყლი, რომელსაც შემდეგ სახვადასხვა მცენარეებისგან დამზადებული საღებავით ღებავენ. ამგვარად, ბერგამას ხალიჩები ძალიან დიდხანს ინარჩუნებენ ნათელ ფერს და ბზინვარებას. ბერგამას ხელნაკეთი ხალიჩები დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც მე-16 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე. განსაკუთრებით ევროპაში ამ ხალიჩების მიმართ დიდ ინტერესს იჩენდნენ დიდგვაროვანი ოჯახები და კოლექციონერები.



მსგავსი ინფორმაციები