აქტუალური თემის ანალიზი 28-2023

მიწისძვრის დიპლომატია

1957938
აქტუალური თემის ანალიზი 28-2023

მიწისძვრის დიპლომატია

აქტუალური თემის ანალიზი 28-2023

მიწისძვრის დიპლომატია

თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან ერთი თვე გავიდა. რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ კატასტროფის ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და აკადემიური. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმომცველი დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია, დიპლომატიის სფეროში მის მიერ შექმნილი შედეგი მნიშვნელოვანია.

ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას უსაფრთხოების კვლევების დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის მიერ მომზადებულ მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს...

თურქეთის მთავრობის დახმარების მოწოდების გამო, პოზიტიური რეაქციები მოჰყვა მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან და რეგიონიდან. დღემდე, 100-მდე ქვეყანამ გამოეხმაურა თურქეთის კატასტროფას და გამოაცხადა, რომ გააგრძელებს დახმარებას სხვადასხვა დონეზე. ზოგიერთმა სახელმწიფომ, როგორიცაა აზერბაიჯანი, უნგრეთი, საბერძნეთი და ისრაელი, გაგზავნეს ეფექტური სამძებრო-სამაშველო ჯგუფები. ასევე ზოგიერთმა სახელმწიფომ, როგორიცაა აზერბაიჯანი, კატარი და რუსეთი, უზრუნველყო საზოგადოებრივი დახმარება გადარჩენილების დასახმარებლად. შეერთებულმა შტატებმა და ევროპის ბევრმა სახელმწიფომ გაგზავნეს სამძებრო-სამაშველო ჯგუფები და დაჰპირდნენ ფინანსურ დახმარებას.

ბევრმა აფრიკულმა ქვეყანამ, რომლებსაც არ შეეძლოთ ფულადი დახმარების გაწევა, გააკეთეს განცხადებები, რომლებშიც იზიარებდნენ თურქეთის ტკივილს. ამ ქვეყნების მოსახლეობა ლოცულობდა თურქეთისთვის. მათთვის თურქეთი ცნობილია, როგორც გულუხვი ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით.  გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრავალი ქვეყნიდან, განსაკუთრებით მუსლიმური ქვეყნებიდან, დაიწყეს თურქეთისთვის დახმარების კამპანიების ორგანიზება.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი და ყველაზე ეფექტური რეაქცია აზერბაიჯანიდან მოვიდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო და ხალხი მობილიზებულია თურქეთში სხვადასხვა სახის დახმარების გასაგზავნად. მსგავსი დახმარებები განახორციელეს ასევე სხვა თურქულენოვანმა ქვეყნებმა და მუსლიმურმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა პაკისტანი და კატარი, რომლებთანაც თურქეთი მჭიდროდ თანამშრომლობს. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც სტიქიის ზონაში საზოგადოებრივი დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები გაგზავნა, იყო ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერი.

ასევე მნიშვნელოვანი იყო დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა. დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანამ გაგზავნა მატერიალური და ფულადი დახმარებები თურქეთში. ევროპის ქვეყნებიდან გამორჩეული იყო უნგრეთი, რომელსაც თურქეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.

რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანამ გაავრცელა გზავნილები თურქი ხალხის მწუხარების გასაზიარებლად და დახმარებას დაჰპირდა. ყურის ქვეყნებმა, როგორებიცაა კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ქუვეითი, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს მიწისძვრის რეგიონს. კატარის ემირი გახლდათ პირველი ლიდერი, რომელიც თურქეთს ეწვია და შეხვდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

ისრაელის სახელმწიფო, რომელიც ბოლო დროს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესშია, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც თურქეთს დახმარების ხელი გაუწოდა. 

ანალოგიურად, საყურადღებოა ეგვიპტის დამოკიდებულება. ორი ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის ცერემონიაზე პირველი პირდაპირი შეხვედრა გამართეს, მათ შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ეგვიპტის პრეზიდენტმა, თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა და სამძიმარი გამოუცხადა. ეს სატელეფონო საუბარი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთის ეგვიპტესთან ნორმალიზაციის პროცესი ყველაზე ნელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სომხეთმა, რომელსაც თურქეთთან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს, გაგზავნა მაშველთა ჯგუფი და გააზიარა სამძიმრის და თანადგომის მესიჯები. თურქეთ-სომხეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა.

ქვეყნებს შორის ყველაზე თვალშისაცემი, საბერძნეთის დამოკიდებულება გახლდათ. საბერძნეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონზე დაურეკეს და მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადეს. ასევე რეგიონს ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი. მიცოტაკისის სატელეფონო საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც შეუძლია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გამოიწვიოს.

გამოგზავნილი დახმარებები და გავრცელებული გზავნილები ხაზს უსვამს ძალიან მკაფიო და მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას, ადამიანების ჰუმანიტარულ რეაგირებას კრიზისის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები და ხალხი განიცდიან პრობლემებს, კონფლიქტებს და ომებს სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხების გამო, ისინი მსგავს შემთხვევაში თანადგომას სწავლობენ.

გლობალურმა დახმარებამ და რეაქციებმა აჩვენა, თუ როგორ გაზარდა თურქეთის მიმართ საერთაშორისო სიმპათია და ჰუმანიტარული დიპლომატიის გავლენა.



მსგავსი ინფორმაციები