იცით თუ არა, რომ? 27- 2023

ქაჰრამანმარაში უძველესი დროიდან ცნობილი იყო თავისი სპილენძის ხელნაკეთობებით

1955595
იცით თუ არა, რომ? 27- 2023

იცით თუ არა, რომ? 27- 2023

იცით თუ არა, რომ? 27- 2023

იცით თუ არა, რომ ქაჰრამანმარაში, რომელმაც 6 თებერვალს დიდი კატასტროფა, მიწისძვრა, განიცადა, უძველესი დროიდან ცნობილი იყო თავისი სპილენძის ხელნაკეთობებით?

ანატოლიაში, სადაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ცივილიზაცია ბატონობდა, მრავალფეროვან ხელნაკეთობებს ამზადებდნენ. პირველი აღმოჩენები სპილენძის დამუშავების შესახებ ანატოლიაში 10 ათასი წლის წინანდელია. ჩათალჰოიუქში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ბევრ ნივთს ნატურალური სპილენძის დამუშავებით ამზადებდნენ. ეს ტრადიციული ხელსაქმე, რომლითაც სამზარეულოს სხვადასხვა ნივთს და ორნამენტს ამზადებდნენ სპილენძის გამოჭედვით და გაფორმებით, დღესაც გრძელდება.

წარსულში სპილენძის თასებს მარაშში, ისევე როგორც მთელ ანატოლიაში, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. სპილენძის ნამუშევრებს, რომელიც ასევე ქაჰრამანმარაშის ერთ-ერთი უძველესი ხელსაქმეა, დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთში ხელნაკეთობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტექნიკა გამოიყენება სპილენძის სამჭედლო სფეროში, მარაშის სპილენძს წინა პლანზე სწორედ გამოჭედვის ტექნიკა აყენებს. ადამიანის შრომაზე დაფუძნებული ეს ტექნიკა, არის მეთოდი, რომელიც მოითხოვს დიდ დროსა და შრომას. სპილენძის სამჭედლო ხელოვნება კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა ქაჰრამანმარაშში 1950-იანი წლებიდან და სპილენძის პროდუქციის გაგზავნა დაიწყო მთელ თურქეთში. ამ ხელოვნების კვალი თითქმის ყველა სახლში გვხვდება ქაჰრამანმარაშში. ამ ნივთებს შორისაა ვაზები, ყვავილების ქოთნები, სინი, თასები სახელურებით, სპილენძის თეფშები, ქოთნები ხუფებით, ქვაბები, მაყალი, ვედროები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები. თითბერს, რომელსაც იღებენ სპილენძის სამოცდაათი პროცენტისა და თუთიის ოცდაათი პროცენტის შერევით, ასევე ამუშავებენ სპილენძის მჭედლები რთავენ მოტივებით და მიიღება სხვადასხვა პროდუქცია. წარმოებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი განკუთვნილია ტურისტული მიზნებისთვის. გამოჭედით მიღებული სპილენძი სქელი და გამძლეა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქაჰრამანმარაშში წარმოებულ სპილენძის ნაწარმზე დიდი მოთხოვნაა საზღვარგარეთიდან.



მსგავსი ინფორმაციები