გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 21-2023

მერსინის ტანტუნი

1937762
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 21-2023

მერსინის ტანტუნი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 21-2023       

ილქერ თაშქინ

მერსინის ტანტუნი

თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ მერსინის ყველაზე ცნობილ კერძებს შორის ერთ-ერთი გახლავთ ტანტუნი. მერსინის ტანტუნი, 2017 წელს ქალაქის ვაჭრებისა და ხელოსანთა პალატის განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც განასხვავებს ტანტუნს სხვა ხორცის კერძებისგან არის ისი, რომ იგი დამზადებულია ძროხის ნეკნების ნაწილიდან ამოკვეთილი ხორცის გამოყენებით. ცხიმიან ხბოს ხორცს სპეციალური დანებით აქუცმაცებენ და ქვაბში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ხარშავენ. შემდეგ, მოხარშული ხორცი გადააქვთ სპეციალურ ტანტუნის სინზე. ამის შემდეგ კი ბამბის ზეთით, დაფრქვეულ წითელ წიწაკას, სუმაკს და მარილს დაბალ ცეცხლზე მორევით შეაზავებენ. შემდეგ ამ ნაზავს შეურევენ წვრილად დაქუცმაცებულ ხორცში. ტანტუნს პურზე ან ლავაშის პურზე ათავსებენ ძალიან წვრილად დაჭრილი პომიდვრის, ხახვისა და ოხრახუშის ნაზავით და მიირთმევენ მასზე ლიმონის მოსხმით. მასთან ერთად ასევე მიირთმევენ მწვანე მწვანილს, სასმელად კი აირანს ან ტურფის (ბოლოკი) წვენს.



მსგავსი ინფორმაციები