მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2022

საკვები და სანელებლები, რომლებიც იცავს გულის ჯანმრთელობას

1917937
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2022

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 15-2022-23

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: საკვები და სანელებლები, რომლებიც იცავს გულის ჯანმრთელობას.

თევზი

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დიდი რაოდენობით შემცველი თევზი, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია და ტუნა, ძალიან სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის. თევზი ხელს უშლის რითმის დარღვევებს სისხლის შედედების შემცირებით.

წითელი ხილი

გულისთვის სასარგებლო ხილი, როგორიცაა მარწყვი, მაყვალი, ჟოლო და მოცვი, განსაკუთრებით აბალანსებს არტერიულ წნევას და აღმოფხვრის სისხლძარღვთა პრობლემებს.

ავოკადო

ავოკადო ძალიან ეფექტურია როგორც საკვებად, ასევე გულის რეგულარული მუშაობისთვის. ამავდროულად, შეგიძლიათ დააბალანსოთ ქოლესტერინი.

ლობიო

ცილებისა და ნახშირწყლების შემცველობის გამო ის ნოყიერი საკვებია. არეგულირებს ნაწლავებს და სასარგებლოა მათთვის ვინც დიეტას იცავს.

სატაცური

1 ჭიქა მოხარშული სატაცური აკმაყოფილებს ორგანიზმის B ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილების 66 პროცენტს.

სელის თესლი

სელის თესლი გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. სელის თესლი, რომელსაც დღეში ერთხელ მიირთმევთ იოგურტთან ან რძესთან ერთად, აქრობს მუდმივი შიმშილის გრძნობას.

ვაშლი

იგი შეიცავს 2 სახის ბოჭკოს, ხსნად და უხსნადს. ის ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას მისი ხსნადი "პექტინის" ბოჭკოების წყალობით.

ქერი

ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის შემცირებას.

ისპანახი

მის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით, ის ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების შენელებას.

ბანანი

კალიუმის შემცველობის გამო აქვეითებს მაღალ წნევას და ცუდ ქოლესტერინს.

ჭარხალი

ის არის კალიუმის და ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყარო. ძალიან დაბალკალორიულია, ბოსტნეულებს შორის შეიცავს ყველაზე მეტ ბუნებრივ შაქარს.

ზეითუნის ზეთი

გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. არ უნდა მიიღოთ 2-3 სუფრის კოვზზე მეტი დღეში.

ნიორი

მასში შემავალი საკვები ნივთიერებების გამო ამცირებს გულის კორონარული დაავადებების რისკს სისხლძარღვებში შედედების პრევენციით. 1 კბილი ნიორი შეიძლება მიირთვათ ყოველდღე.

თევზის ზეთი

ახანგრძლივებს სისხლდენის დროს და ეფექტურია ინტრავასკულარული ოკლუზიების შესამცირებლად. მასში შემავალი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა.

ნიგოზი, თხილი, უმი ნუში

აქვეითებს ცუდ ქოლესტერინს, ზრდის კარგ ქოლესტერინს, ამცირებს სისხლის შედედებას და ტრიგლიცერიდების დონეს. ყოველდღიურად მიირთვით 2-3 ნიგოზი, 8-10 უმი ნუში ან თხილი.

მწვანე ჩაი

ჩაის აქტიური ინგრედიენტები ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ეფექტურია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. შავი ჩაისა და ყავის მოხმარების ნაცვლად, უნდა გაზარდოთ ისეთი მცენარეული ჩაის მიღება, როგორიცაა მწვანე ჩაი, სალბი, გვირილა, კამა და სხვა.

პომიდორი-საზამთრო

ცნობილი ფაქტია, რომ კვლევების მიხედვით, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე დიდი რაოდენობით აქტიურ ინგრედიენტების შემცველობის გამო ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

სოიო

კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 25 გრამი სოიოს რეგულარული მოხმარება ამცირებს გულის დაავადებების რისკს.

სელის თესლი

მას აქვს დამცავი ეფექტი გულის დაავადებებისგან. ყოველდღე 1 სუფრის კოვზი სელის თესლის მიღება შეგიძლიათ ისეთ საკვებთან ერთად როგორიცაა იოგურტი და წვნიანი.

როზმარინი

ეს სანელებელი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას ორგანიზმში ანთებითი რეაქციების ეფექტის შემცირებით. ამავდროულად, მისი ბუნებრივი ანტიოქსიდანტური ეფექტი ასევე სასარგებლოა საერთო ჯანმრთელობისთვის.

ზაფრანა

ზაფრანა, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, იცავს სისხლძარღვთა სტრუქტურას და ამცირებს ორგანიზმში ანთებით რეაქციას. მას ასევე აქვს ქოლესტერინის შემამცირებელი ეფექტი.

ბეგქონდარა

იგი ხელს უწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობის დაცვას თავისი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით. ამ სანელებელს ასევე აქვს ქოლესტერინის შემამცირებელი ეფექტი.

ქინძი

ქინძი არა მხოლოდ აძლიერებს იმუნურ სისტემას და კარგია საჭმლის მონელების დროს, არამედ ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს ჰიპერტენზიის კონტროლს.

ძირა

იგი ამცირებს ანთებით რეაქციას ორგანიზმში. გარდა ამისა, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დაქვეითებას, არტერიული წნევის რეგულირებას და დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე სისხლის გათხელებით.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილს აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს სანელებელი ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს სისხლძარღვების კედლებზე დადებითად მოქმედებით.

თუთუბო

იგი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ამგვარად, ვენები დაცულია შაქრის მავნე ზემოქმედებისგან.

პიტნა

პიტნა იცავს ვენებს თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით. ის ხელს უწყობს გულის რითმის და არტერიული წნევის რეგულირებას. გარდა ამისა, მას ასევე აქვს სტრესის მომხსნელი და დამამშვიდებელი ეფექტი.

შავი პილპილი

შავ პილპილს აქვს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. იგი ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას ცხიმის უჯრედების განადგურების გაზრდით.

დარიჩინი

დარიჩინს აქვს ქოლესტერინის და სისხლში შაქრის დამაქვეითებელი ეფექტი. დღეში 1 ჩაის კოვზის მიღებისას ის ასევე ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.

ნივრის ფხვნილი

ხმელი ნიორი, რომელიც მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, ჩვენი სუფრის ერთ-ერთი შეუცვლელი სანელებელია. ნივრის ფხვნილი არა მხოლოდ ანიჭებს გემოს საკვებს, არამედ ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს.

კურკუმა

ეს სანელებელი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმს, ხელს უწყობს მაღალი წნევის კონტროლს სისხლზარღვების კედლების დაცვით.



მსგავსი ინფორმაციები