ანატოლიის კულტურული საგანძურები 13-2022

ალაჰანის მონასტერი

1910635
ანატოლიის კულტურული საგანძურები 13-2022

ალაჰანის მონასტერი

ანატოლიის კულტურული საგანძურები 13-2022          

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

ალაჰანის მონასტერი

ანატოლია მოწმეა იმ მოვლენების, რომლებიც აყალიბებენ მსოფლიო რელიგიების ისტორიას. როდესაც ქრისტიანობა ახალ რელიგიად გაჩნდა, ახალი რელიგიის მორწმუნეებს დევნიდნენ იერუსალიმსა და რომიდან. მეორეს მხრივ, ანატოლია იფარავს მათ, ვინც გაურბის ჩაგვრას და დევნას. ამრიგად, პირველი ქრისტიანები დასახლდნენ ანატოლიაში, რათა გადარჩენილიყვნენ, თავისუფლად ეცხოვრათ იმ რელიგიით, რომელიც მათ სწამდათ და გაევრცელებინათ იგი. წმინდა პავლე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანობის გავრცელებაში და წმინდა ბარნაბა, ქრისტიანობის ერთ-ერთი საკულტო სახელი, იმ პირველთა შორისაა, ვინც ანატოლიაში გადავიდა.

სანამ წმინდა პავლე და წმინდა ბარნაბა ანატოლიის გავლით ავრცელებდნენ ქრისტიანობას, ისინი მოგზაურობის დროს მრავალ ადგილას დარჩნენ. მოგვიანებით, იმ ადგილებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, მათი სახელის ეკლესიები ააგეს. ერთ-ერთი მათგანია მერსინის მუტის რაიონში მდებარე ალაჰანის მონასტერი. ეს არის გოქსუს ველის ციცაბო ფერდობზე აგებული სამონასტრო კომპლექსი. ალაჰანის მონასტერი შედგება ორი ეკლესიისგან, რომელთაგან ერთი დანგრეულია. მონასტერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ  ცნობილმა თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებმა, ის ასე აღწერა: „როგორც ჩანს, ის ახლახან გამოვიდა მისი ბატონის ხელიდან“.

ალაჰანის მონასტერი მდებარეობს კაპადოკიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. ამ რეგიონში, ისევე როგორც კაბადოკიაში, არის კლდეებში გამოკვეთილი გამოქვაბულები, ზოგი ბუნებრივი და ზოგიც ადამიანის ხელით. ალაჰანის მონასტერი სხვა მონასტრებს შორის გამოირჩევა თავისი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნაგებობებით. იგი მდებარეობს ქრისტიანული მომლოცველების გზაზე და თავად მონასტერი ითვლება მომლოცველთა ცენტრად. მონასტერი, რომელიც მასპინძლობს რელიგიურ ცერემონიებს, ყურადღებას იპყრობს ყოველდღიური ცხოვრების ადგილებით, ბერების კელიებითა და სალოცავი ადგილებით.

ალაჰანის მონასტერი ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და უნაკლოდ ლამაზი ტაძარია. მონასტერს, რომელიც აშენდა 1300 მეტრ სიმაღლეზე, აქვს ორი განსხვავებული ეკლესია, ერთი აღმოსავლეთით და მეორე დასავლეთით. ეკლესიებს, აია-სოფიას მსგავსი არქიტექტურული ნიშნები აქვთ, ამიტომ, იგი „მერსინის აია-სოფიადაც“ მოიხსენიება.

მონასტრის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩვენებელი ნაგებობა, აღმოსავლეთის ეკლესიაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „გუმბათოვანი ეკლესია“. ეკლესია სწორკუთხა ფუძეზე ამოდის. გუმბათის გარდა, მისი ყველა კედელი მყარია და რელიეფებითაა შემკული. დაახლოებით 1500 წლის წინ აშენებული მონასტრის მონუმენტური კარის ჩარჩო დღემდეა შემორჩენილი. მასზე მშვენივრად არის ამოქარგული რელიეფები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველ სტუმრებზე.

თავის მხრივ, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადრეულ ქრისტიანულ ხელოვნებასა და ბიზანტიური არქიტექტურის ისტორიაში. ალაჰანის სამონასტრო კომპლექსი თავისი განსხვავებული ტექნიკით, ოსტატური ქვის ნაკეთობებითა და შთამბეჭდავი რელიეფური დეკორაციებით დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დროებით სიაშია შეყვანილი.

მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ…



მსგავსი ინფორმაციები