გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 9-2022

მარაშის ნაყინი

1901214
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 9-2022

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 9

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 9-2022         

ილქერ თაშქინ

მარაშის ნაყინი

ქალაქი ქაჰრამანმარაში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თურქეთის ისტორიაში თავისი დიდებული წინააღმდეგობით დამოუკიდებლობის ომში, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის კლიმატისა და კონტინენტური კლიმატის გადაკვეთის პუნქტს. ქალაქის ამ გეოგრაფიულმა თავისებურებამ დიდი წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობის განვითარებაში, განსაკუთრებით მევენახეობისა და რძის პროდუქტების დარგში. მსოფლიოში ცნობილი „მარაშის ნაყინი“, ქაჰრამანმარაშის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განაცხადების საფუძველზე 2018 წელს, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ცნობილია, რომ მარაშის ნაყინი ოსმალეთის იმპერიის დროს, სასახლეებში ცივ დესერტად მიირთმევდნენ, რომელსაც „karsambaç“-ს ეძახდნენ. ნაყინი მზადდება ბუნებრივი სალეპისა და თხის რძის ნაზავით, რომლებიც იკვებება ისეთი ყვავილებით, როგორიცაა თიამი, ჰიაცინტი და კროკუსი. მარაშის ნაყინი სხვა სახეობებისგან გამოირჩევა დაბალი მოცულობის გაფართოებით, უნიკალური არომატით, ელასტიურობით, ნათელი თეთრი ფერითა და დნობისადმი გამძლეობით.



მსგავსი ინფორმაციები