იცით თუ არა, რომ? 4-2022

ქაფშია ანუ ხამსა

1884699
იცით თუ არა, რომ? 4-2022

იცით თუ არა, რომ? 4-2022

იცით თუ არა, რომ? 4-2022-23

ქაფშია ანუ ხამსა

იცით თუ არა, რომ ქაფშია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე თევზია თურქეთში?

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქაფშიას ანუ ხამსას, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობენ და მისგან კერძებს ამზადებენ. ქაფშია ერთ-ერთი პირველია, რაც გვახსენდება, როცა თურქეთში შავი ზღვის ხსენება ხდება და ის შეუცვლელი საკვებია შავიზღვისპირელებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მასზე მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში თევზაობენ, ის არსად არ არის ისე შერწყმული ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებასთან, როგორც შავი ზღვის რეგიონში. აქ ქაფშია მეთევზეებისთვის არა მხოლოდ შემოსავლის ძირითადი წყაროა, არამედ სიმბოლოცაა. შავიზღვისპირელები, განსაკუთრებით სანაპირო რაიონებში მცხოვრებნი, ხამსას იყენებენ სიმღერებში, ანდაზებში, იდიომებში, ხუმრობაში, ანუ ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. იგი შთაგონების წყაროა შავიზღვისპირეთის ხალხის ცხოვრებაში, მუსიკიდან ლიტერატურამდე, ფოლკლორიდან პოლიტიკამდე და ეკონომიკიდან სპორტამდე.

აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ოქტომბრის მეორე კვირას, მეთევზეები ლოცვით და მსხვერპლის შეწირვით ზღვაში ხამსაზე სათევზაოდ გადიან. მიუხედავად იმისა, რომ იგი უყვართ და მოიხმარენ თურქეთის ყველა რეგიონში, მისი კერძების უმეტესობა მზადდება შავი ზღვის რეგიონის სამზარეულოში როგორც მათი კულტურის უცვლელი ნაწილი. ეს კერძებია: ქაფშია ღუმელში, ორთქლზე მოხარშული, ტაფაზე შემწვარი, ქაფშიას ფლავი, წვნიანი, კატლეტი, სალათი, ღვეზელი, ფიდე, ჭადი, პოაჩა. ასევე მისგან ტკბილეულობასაც კი ამზადებენ, ესენია ქაფშიას სუთლაჩი, ბაქლავა და მურაბაც კი.

მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქაფშია ანუ ხამსა თურქეთში პატარაა, მაგრამ მისი კულტურა დიდია.


საკვანძო სიტყვები: #ხამსა , #ქაფშია , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები