ანატოლიის კულტურული საგანძურები 47-2022

იესემექის კარიერის და სკულპტურის სახელოსნო

1857781
ანატოლიის კულტურული საგანძურები 47-2022

ანატოლიის კულტურული საგანძურები 47-2022

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

იესემექის კარიერის და სკულპტურის სახელოსნო

რამდენ ადგილს იკავებს ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. ფერწერა, ქანდაკება, პოეზია, მუსიკა, ბალეტი, თეატრი, კინო... ყველა მათგანს მეტ-ნაკლებად გარკვეული ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. ფაქტია, რომ ხელოვნება ყოველთვის არსებობდა ადამიანებისთვის. ჩვენი წინაპრების მიერ გამოქვაბულის კედლებზე ორმოცი ათასი წლის წინ დახატული სურათები ამის ყველაზე დიდი დასტურია. ისეთი კომპეტენციის მქონე ნახატები, რომლებიც ხელოვნებათმცოდნეებსაც კი უკვირთ. უსაფუძვლო არ არის, რომ გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი  ხელოვანებს კაცობრიობის პირველ მასწავლებლებად განსაზღვრავს.

დღევანდელ პროგრამაში, ანატოლიის უძველეს ცივილიზაცია, ხეთებისგან შემორჩენილ ქანდაკების სახელოსნოზე გვსურს ვისაუბროთ.

ხეთები, ანატოლიის ხუთი ათასი წლის უძველესი ცივილიზაციაა... ისინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცივილიზაციაა არა მხოლოდ ანატოლიაში, არამედ მსოფლიოს ისტორიაშიც. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მითოლოგიაზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკასა და ვაჭრობაზე რა, ხდებიან პიონერები ბევრ სხვა საკითხშიც, როგორიცაა კანონი და სახელმწიფო ორგანიზაცია. ხეთები ამუშავებენ მაღაროებს, განსაკუთრებით პროგრესირებენ მაღალი ხარისხის რკინის ნაწარმსა და იარაღის ტექნოლოგიაში. სწორედ მათ პერიოდში დაარსდა ქანდაკების პირველი სახელოსნო ანატოლიაში.

სწორედ, რომ იესემექის (Yesemek) კარიერის (ქვის სამტეხლო) და ქანდაკების სახელოსნო, რომელიც ხეთებმა დააარსეს,  გაზიანთეფის ისლაჰიეს რაიონში მდებარეობს. ეს არის ყველაზე დიდი ქანდაკების სახელოსნო, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა ახლო აღმოსავლეთში. ამ მიზეზით, იგი იუნესკოს დროებითი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი, რადგან მას აქვს უმაღლესი უნივერსალური ღირებულება.

იესემექი განისაზღვრება, როგორც სკულპტურული სკოლა, რომლის მსგავსიც არ არის მსოფლიოში. ექსპერტები ამბობენ, რომ მათი სტილი, რომელიც ცნობილია ორიენტალიზმის სახელით, დროთა განმავლობაში გავრცელდა დასავლეთში და დიდი გავლენა მოახდინა ბერძნულ ხელოვნებაზე.

თავდაპირველად, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ იესემექში დამზადებული ქანდაკებები მიმდებარე დასახლებებში იგზავნებოდა. კვლევის გაღრმავებასთან ერთად გაირკვა, რომ ამ სახელოსნოს სკულპტურები იმ ქალაქისთვის იყო გამოკვეთილი, რომლის მშენებლობაც იმავე ადგილას დაიწყო. რადგან დადგინდა, რომ იესემექში არა მხოლოდ ქანდაკებები, არამედ არქიტექტურული ელემენტებიც მზადდებოდა.

იესემექი იმის მაჩვენებელია, თუ როგორ იყვნენ გადაჯაჭვული ხეთები ხელოვნებასთან. ამხელა რაოდენობის ქანდაკებისთვის ბევრი მოქანდაკე უნდა იყოს. ეს ცხადყოფს იმის მნიშვნელობას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ხეთები ხელოვნებას. იესემექი იწვევს ადამიანებს იდუმალ და შთამბეჭდავ გარემოში თავისი მრავალი ქანდაკებით. ის ქანდაკებები, რომლებიც წარსულს მოწმობენ, თავიანთ მნახველებს ელოდებიან. თუ მათ სიჩუმეს მოუსმენთ, გაიგებთ, როგორ გიყვებიან უძველესი დროის უნიკალურ ისტორიას.

და ბოლოს, დღევანდელ პროგრამაში ხეთების ხელოვნების ცენტრზე, იესემექის კარიერის და სკულპტურის სახელოსნოზე გავამახვილეთ ყურადღება, მომავალ პროგრამაში შეხვედრის იმედით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ...  



მსგავსი ინფორმაციები